ანგარიშის წაშლა
როგორ წაშალო AIPIE-ს ანგარიში და რა ხდება შენს მონაცემებთან.
როგორ წავშალო
- შედი aipie.ge-ზე ან AIPIE-ს აპლიკაციაში.
- გახსენი პროფილი, შემდეგ პროფილის რედაქტირება, ჩანართი ანგარიში.
- განყოფილებაში ანგარიშის წაშლა შეიყვანე პაროლი და დაადასტურე.
ანგარიშის პარამეტრებზე გადასვლა
რა იშლება
პროფილი, ბიზნესის გვერდი, რილები, შეთავაზებები, მოთხოვნები, კომენტარები, მოწონებები, შენახული რილები, მიმოწერა და ზარების ისტორია. ატვირთული ვიდეოები საჯარო ხედიდან მაშინვე ქრება.
როდის
დადასტურებისთანავე ყველაფერი საიტიდან ქრება. მონაცემები სამუდამოდ 14 დღეში იშლება. მანამდე შეგიძლია შეხვიდე და დააჭირო ანგარიშის შენარჩუნებას.
რა შეიძლება დარჩეს
გადახდის ჩანაწერები, რომელთა შენახვასაც კანონი გვავალდებულებს, და აუდიტის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ანგარიში წაიშალა.
ვერ შედიხარ? მოგვწერე ანგარიშის ელფოსტიდან და ჩვენ წავშლით.