AIPIE-ს აპლიკაცია ანდროიდისთვის
შენი მიმოწერა, ზარები და ფოტოები ტელეფონში. ფაილი აქედან გადმოდის.
გადმოწერა
ვერსია 1.5.2 · 68.9 MB · 10 ნოემბერი, 2026
APK ფაილის გადმოწერარას აკეთებს აპლიკაცია
- საიტის მიმოწერა ერთ ადგილას.
- აუდიო და ვიდეო ზარი იმასთან, ვისაც წერ.
- ფოტო გალერეიდან ან კამერიდან, და ხმოვანი შეტყობინება.
- იგივე ანგარიში, რაც საიტზე. ხელახლა რეგისტრაცია არ სჭირდება.
როგორ დააყენო
გადმოწერე ფაილი. ანდროიდი დადასტურებას გკითხავს - ფაილი aipie.ge-დან მოდის.
გახსენი გადმოწერილი ფაილი. ტელეფონი ერთხელ მოგთხოვს ნებართვას ამ წყაროდან დაყენებაზე - დაეთანხმე.
შედი იმავე მომხმარებლითა და პაროლით, რომლითაც საიტზე შედიხარ.
რატომ გაფრთხილებს ანდროიდი
გაფრთხილება ამ ფაილზე არაა. ანდროიდი მას ყველაფერზე აჩვენებს, რაც Google Play-ს გარეთ ყენდება. აპლიკაცია ხელმოწერილია და ფაილი პირდაპირ aipie.ge-დან მოდის.
განახლებები
მაღაზია არ არის, რომ თავად განაახლოს, ამიტომ აპლიკაცია ყოველ გაშვებაზე ამოწმებს და გეუბნება, როცა ახალი ვერსიაა. თავისით არაფერი ყენდება.
iPhone
iOS-ის ვერსია ჯერ არაა. Apple არ უშვებს App Store-ის გარეთ დაყენებას, ამიტომ iPhone-ის აპლიკაცია მაშინ გამოვა, როცა იქ გამოქვეყნდება. მანამდე საიტი ტელეფონის ბრაუზერში მუშაობს.